Tuesday, March 15, 2016

პროექტის მსვლელობამ ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავინახე მისი მრავლისმომცველი მხარე და სტრატეგია. უკეთ გავერკვიე მიზნების დასახვაში და აქტივობების შერჩევაში. ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით დავისახე მიზნები და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ერთმანეთს ვუზიარებდით რჩევებს, გავეცანი შეფასების მრავალ ინსტრუმენტს რამაც უკეთ დამანახა პროექტის დიდი მნიშვნელობა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.


გავეცანი პროექტული სწავლების გზამკვლევს და ავირჩიე საპროექტო თემა. ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება სწორად წარვმართო პროექტის მსვლელობა და სწორად დავნერგო ის აქტივობები რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარების გამომუშავებაში.